ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლის ეკოკლუბის ინიციატივითა და საზოგადოება ,,ბილიკის'' თანამშრომლობით, თემში ყოველკვირეულად იმართება "ეკო-პატრულირება".
აქტივობის ფარგლებში მოსწავლეები ხვდებიან მეტყევეს, რეინჯერსა და ტყის მცველს. ეს ღონისძიება გარემოზე ზრუნვის ერთ-ერთი ნიმუშია. მოსწავლეები ადგილობრივებს მიუთითებენ და მოუწოდებენ გარემოს დაცვისაკენ.
როგორც სოფელ ოსიაურის სკოლის მოსწავლეები ამბობენ, ამ ღონისძიებებმა შედეგი უკვე გამოიღო და თემში შემცირდა ნარჩენის უადგილოდ დაყრის შემთხვევები.
ეკოკლუბელებს სპეციალური აღჭურვილობა საზოგადოება ,,ბილიკმა'' მიაწოდა. ბავშვები ეზოების დასუფთავებაში სპეციალური საჭიროების მქონე პირებსაც ეხმარებიან.