კერძო სკოლა "გენიოსში" "ტყის კვირეული" გრძელდება

თბილისის კერძო სკოლა "გენიოსში" "ტყის კვირეული" გრძელდება. სკოლის ეკოკლუბმა "მწვანე იდეამ" მიიწვია დაცული ტერიტორიების სააგენტოს  ბუნებრივი რესურსების მართვის მთავარი სპეციალისტი ხათუნა წიკლაური.

სააგენტოს წარმომადგენლისგან ბავშვებმა მოისმინეს საინტერესო პრეზენტაცია, რომელიც გულისმობდა ზოგადად დაცული ტერიტორიების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და ასევე საქართველოს დაცულ ტერიტორიეზე განხორციელებული პროექტებს და სამომავლო გეგმებს.

ეკოკლუბელები პრეზენტაციამ ძალიან დააინტერესა და კითხვა-პასუხის რეჟიმში გადასული ღონისძიებაც დიდხანს გაგრძელდა.

შეხვედრაზე ასევე დაიგეგმა მომავალში თანამშრომლობაც, რაც ბავშვების აქტიურ ჩართულობას გულისხმობს  სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებებში და ასევე მოიცავს ვიზიტებს დაცულ ტერიტორიებზე.