ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის პირველი სკოლის ეკოკლუბ "მწვანე მებრძოლების"წევრები ლაგოდეხში მერს ესტუმრნენ.
ქალაქის პირველ პირთან სამუშაო შეხვედრა გულისხმობდა "ნიკო კეცხოველი 2020"-ის ფარგლებში განსახორციელებელი აქტიობების ერთობლივად დაგეგმვას.
ეკოკლუბელების აზრით, მერის თანადგომა და ყურადღება მნიშვნელოვანია თვითეული აქტიობის განხორციელებისათვის. ეკოკლუბ "მწვანე მებრძოლების"წევრებმა მერს გააცნეს მომავალი გეგმები და საქმიანობები.
მერმა თანადგომა აღუთქვა მათ და აგრეთვე დაასაჩუქრა საინტერესო წიგნებით, რომლებიც მოსწავლეებს სამომავლოდ გამოადგებათ ბუნებისდაცვითი სამუშაოებისათვის და ასევე სტატიების დასაწერად.