ლენტეხის N2 სკოლის ეკოკლუბი უმცროსკლასელებთან აქტიურად თანამშრომლობს

20 იანვარს, ქვემო სვანეთში, ლენტეხის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბ ,,დეცეგიმმა'' ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში შეხვედრა მოუწყო ამავე სკოლის მე-2 და მე-4 კლასელებს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სკოლის ბიბლიოთეკარი დალი ჩანქსელიანი და სკოლის პედაგოგი გიული ლობჟანიძე, 

პატარები დაინტერესდნენ ბიბლიოთეკაში არსებულ ენციკლოპედიებითა და რუკებით, ამიტომ, ეკოკლუბის წევრებმა გადაწყვიტეს მასწავლებლებისა და ბიბლიოთეკარის დახმარებით გაეცნოთ მათთვის თუ რაში დასჭირდებათ ეს ნივთები.

ეკოკლუბის წევრები პატარებს ასევე ესაუბრნენ მსოფლიო ეკოსისტემაზე, თუ რა დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ მათ ბუნების გამწვანებაში და პატარაობიდან ჩაუნერგეს ბუნების სიყვარული, პატარებს ძალიან მოეწონათ ერთგვარი მინი-ლექცია და შემდგომში გამწვანების აქციის მოწყობის სურვილიც გამოთქვეს.

გამწვანების აქცია  გაზაფხულზე გაიმართება.