22 იანვარს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის ეკოკლუბ "არტემიდას“ წევრებმა - ანა მესხიძემ, გიორგი ემირიძემ და ნინო დუმბაძემ IV–V კლასის მოსწავლეებთან ჩაატარეს თავისუფალი გაკვეთილი თემაზე: გადამუშავებული ხეები, ანუ ქაღალდად ქცეული ხეები.
თავისუფალი გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლება. ეკოკლუბელებმა მორიგეობით პატარებისათვის გასაგებ ენაზე - მინილექციით, ვიდეოს ჩვენებით - როგორ კეთდება ქაღალდი, მოსწავლეებამდე მიიტანეს ინფორმაცია, რომ ქაღალდისა თუ სხვა საჭიროების გამო გაჩეხილი ტყეები ისევ ადამიანისათვის არის საზიანო. ამიტომ საჭიროა გადავარჩინოთ ხეების სიცოცხლე - სასკოლო წიგნების მოვლით, ხეების დარგვით, მაკულატურის მწვანე ყუთებში შეგროვებით და ასე შემდეგ.
თავისუფალი გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა მოიწონეს და სურვილიც გამოთქვეს მონაწილეობა მიიღონ IV, V, VI, VII კლასებს შორის ეკოკლუბელების მიერ დაანონსებულ კონკურსში - "საუკეთესო მწვანე ყუთი, საუკეთესო ლოგოთი“.
დაჯილდოვება მოხდება სამ ნომინაციაში. 1) მწვანე ყუთის საუკეთესო გაფორმება, 2) მწვანე ყუთის ყველაზე კრეატიული დასახელება ან ლოგოტიპის წარწერა.3) ერთობლივი საუკეთესო გუნდური მუშაობისათვის.