ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში სენაკის #1 საჯარო სკოლის „ეკოპის“ წევრების მიერ განხორციელებული ყველა ქმედება, მიზანმიმართულია ბუნებრივი და სოციალური გარემოს სასიკეთოდ. თანამედროვე სკოლის დანიშნულებაც ბუნებასთან ჰარმონიული თანაცხოვრების შემძლე ადამიანის აღზრდაა. მთელ მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანაში აქტუალურია ეკოლოგიურ საკითხებზე ზრუნვა, რაც გამოწვეულია ადამიანის არაგონივრული მოქმედებით.
„ეკოპის“ წევრების ინიციატივას - "სკოლის ეზოს კეთილმოწყობა და გამწვანება“, შეუერთდა მოხალისე მოსწავლეები. შედგა მოსწავლეთა ჩართულობა სასკოლი ცხოვრებაში, მოსწავლეებმა თვითონ იზრუნეს, პედაგოგებთან ერთად სკოლის ვიზუალურ სახეზე.
დასახული მიზნის უზრუნველსაყოფად აუცილებლი გახდა შემდეგი ამოცანის განხორციელება:
ა) სამუშაო ჯგუფის ფორმირება.
ბ) ჯგუფზე ფუნქციის გადანაწილება
· მიწის დამუშავება და ორმოების ამოღება;
· ნერგების მოძიება და დარგვა;
· კონკრეტული სამუშაოს დროულად შესრულება და მონიტორინგი.
შედეგი: სკოლის ეზო გალამაზდა, გამწვანდა; გაიზრდა მოსწავლეთა პასუხისმგებლობა სკოლის წინაშე და ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020-ის მოპოვებისთვის.