ხარაგაულელმა მოსწავლეებმა საბავშვო ბაღისთვის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები დაამზადეს

დაბა ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში ა/ო ,,ქალები ქვეყნის მომავლისათვის" პროექტი განახორციელა სამოქალაქო კლუბის ,,ევრიკასა" და ეკო კლუბის ,,EDC"-ს ჩართულობით. პროექტის მიზანი იყო დაემზადებინათ ეკოლოგიური სუფთა სათამაშოები და საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისათვის გადაეცათ.

პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელმა მოსწავლეები საინფორმაციო ვიზიტით წაიყვანა ადგილობრივი ინდ.მეწარმის ავეჯის საწარმოში. დააკვირვა ხის დამუშავების ტექნიკაზე. მეწარმის თანხმობით ნარჩენი ხის მასალა შეაგროვეს, დაახარისხეს და წამოიღეს შემდგომი დამუშავებისთვის. ნარჩენი ხით მოსწავლეებმა დაამზადეს ხის კუბები, რომელიც შეიღება ეკოლოგიურად სუფთა წყლის საღებავებით.

დამზადებული სათამაშოები ლამაზად შეფუთეს და საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს გადასცეს საჩუქარად. პატარებს ძალიან გაეხარდათ ხის კუბები. ააშენეს კოშკები, სახლები და მრავალი დანიშნულება მოუძებნეს საკუთარი ფანტაზიით პატარა კუბებს. პარტნიორი ორგანიზაციის საზოგადოებრივმა ინიციატივამ დიდი გამოხმაურება და ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში.