რესურსი სსსმ მოსწავლეთათვის საჩხერის სოფელ ქორეთის სკოლაში

როდესაც საჩხერის სოფელ ქორეთის საჯარო სკოლაში დაიგეგმა რესურს-ოთახის მოწყობა სსსმ მოსწავლეთათვის, ამავე სკოლის ეკოკლუბის წევრებმა გადაწყვიტეს მათი წვლილი შეეტანათ ამ მნიშვნელოვან საქმეში. ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის პრიორიტეტული იყო ქორეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბ  "სიცოცხლის ხე"-ს მუშაობაში.

კლუბის აქტიური და საკმაოდ დაინტერესებული წევრია სკოლის სსსმ მოსწავლე - რეზიკო, რომელიც დიდ ინტერესს იჩენს საკლუბო მუშაობის მიმართ და სწორედ მისმა ინტერესმა ეკოკლუბელებს გადააწყვეტინა აწ უკე არსებული რესურს-ოთახის გამრავალფეროვნება, გალამაზება სხვადასხვა თვალსაჩინოებით.

კლუბის წევრებმა ერთობლივად მიმართეს დირექციას და სამეურვეო საბჭოს. მათ გამონახეს გარკვეული თანხა, რითაც შეიძინეს საინტერესო წიგნები და სხვადასხვ ნივთები სახელდობრ სსსმ მოსწავლეთათვის.