ქალაქ ფოთის ნიკო ნიკოლაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლის ეკოკლუბ ,,ებესის" და კურატორის ხელმძღვანელობით სკოლაში მოწვეულ იქნა თვითმმართველი ქალაქ ფოთის წარმომადგენელი მანანა ლორჩოშვილი.
შეხვედრის მიზანი იყო ქალაქში არსებული ერთ-ერთი პრობლემის მოგვარება, კერძოდ, ცენტრალურ ქუჩებში დამატებითი ურნების დადგმა პოლიეთილენისთვის და მინისთვის, რათა ნაკლებად დაბინძურდეს და დანაგვიანდეს გარემო და ნიადაგი.
მანანა ლორჩოშვილი ეკოკლუბელებს დაპირდა, რომ დღის წესრიგში დააყენებს ამ საკითხს და თავად დააკვირდება თვითმმართველი ორგანოების საქმიანობას, რათა ურნები დაიდგას მთელი ქალაქის მასშტაბით.
ეკოკლუბელები იმედს იტოვებენ, რომ ეს დაპირება სულ მალე შესრულდება.