ყვარლის სოფელ ახალსოფლის N2 სკოლის ეკოკლუბი ადგილობრივ ფერმერებს თხოვნით მიმართავს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის #2 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა ,,Eco Hands”-მა სამი წლის შემდგომ ხელახლა ჩაატარა კვლევა ნიადაგთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნიადაგი მეტნაკლებლად კვლავ ეროზირებულია.

ვინაიდან კახეთში, კერძოდ კი ახალსოფელში, ბაღჩეული კულტურები და მეტწილად საზამთრო ინტენსიურად მოჰყავთ, ახალსოფლის სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე პოლიეთილენის ორმაგი დაფენით და სინთეზური სასუქის გამოყენებით, რაც იწვევს მიწის ბიოლოგიური და ქიმიური სტრუქურის შეცვლას,ბუნებაში ნარჩენების მომატებას.ამასთანავე ეს ნარჩენები დიდი ხნის განმავლობაში არ იხრწნება და წამლავს ნიაგადს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მდგომარეობა ეკოკლუბის აქტიური ჩართულობის მიუხედავად არ შეიცავალა და ნაკვეთზე გამოყენებული პოლიეთილენის გროვების ერთადერთი „სანიტარი“ ქარია. სწორედ ასე, არაჯანსაღ პირობებში მოდის მოსავლის კოლოსალური რაოდენობა. ყოველწლიურად კიდევ უფრო მყარად გაიდგა ფესვები პოლიეთილენმა სოფლის მეურნეობაში და ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამ "ეპიდემიით" დაავადებულია მთელი რეგიონი.

"მივმართავთ ადგილობრივ ფერმერებს - შეისწავლონ ახალი ტექნოლოგიები (რაც დღეს არც თუ ისე რთულია ინტერნეტის წყალობით). ახალი საირიგაციო სისტემა მოსავლის გასაუმჯობესებლად არ გამოიყენონ პოლიეთილენი. ნუ იქნებიან გულგრილნი და ნუ გამდიდრდებიან სხვისი ჯანმრთელობის ხარჯშე. იფიქრონ ხალხზე და თავის ნაკვეთის მომავალზე, ვინაიდან პოლიეთილენი აუცილებლად შეუწყობს ხელს ნიადაგის ეროზიას" - ერთგვარ მიმართვას ავრცელებენ ახალსოფლის N2 სკოლის ეკოკლუბელები.