ახალციხის N5 სკოლის ეკოკლუბის აქცია - "ჩვენ ვახარისხებთ!"

5 იანვარს მესხეთში, ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლის ეკო-კლუბის "შუაღამის მზე" წევრებმა მოწოდებით: "ჩვენ ვახარისხებთ!" ქალაქ ახალციხეში შოთა რუსთაველის ქუჩა N 124-ის მიმდებარედ არსებული სკვერის ტერიტორიაზე  პლასტმასის შეგროვება გადაწყვიტეს.

ეკოკლუბელებმა შეგროვებული ნარჩენები სპეციალურად პლასტმასისთვის განკუთვნილ ურნებში მოათავსეს და ამით სხვებსაც კარგი მაგალითი მისცეს.

"ნარჩენების დახარისხება ყველაზე ატუალური და სიახლის მომცველი საკითხია ამ ქალაქში. ამიტომ ჩვენი გუნდი ხშირად ახორციელებს მსგავსი შინაარსის აქტივობებს, რადგანაც აუცილებელია ოდესმე ვინმეს წამოეწყო მსგავსი აქციები" - ამბობენ ახალციხის N5 სკოლის ეკოკლუბელები.

აღსანიშნავია, რომ დასუფთავების აქციისთვის  საჭირო აღჭურვილობით (ცელოფნებითა და ხელთათმანებით) ეკოკლუბი არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს მწვანეებმა" მოამარაგა და  გუნდი დიდ მადლობას უხდის მათ პარტნიორობისთვის.