თბილისის N176 საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ეკოტინის" წევრებმა შექმნეს და ჩამოაყალიბეს საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგანიზაციის fridays for future international-ის საქართველოს ჯგუფი fridays for future georgia. ეს არის საერთაშორისო კამპანია, რომელშიც მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაა ჩართული და საქართველოში პირველად "ეკოტინის " წევრებმა ოფიციალურად დაიწყეს არსებული კამპანიის ფარგლებში მუშაობა.
გაიმართა პირველი შეხვედრა, რომელზეც განხილული იქნა სხვადასხვა საკითხი რაზეც ახლო მომავალში გუნდი იმუშავებს.
არსებულ შეხვედრაზე განხილული იქნა გუნდის საორგანიზაციო საკითხები და შემდეგი თემები:
ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სამშენებლო ნარჩენების თემა
(ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე რომელიც არსებული ინფორმაციით ერთერთი სამშენებლო კომპანიის სახელზეა იყრება უკანონოდ სამშენებლო ნარჩენები ის საკმაოდ ფართო მასშტაბებს მოიცავს რაოდენობა ნარჩენების არის 8 ტონა).
ჯგუფმა დასახა სამოქმედო გეგმა თუ რა მოქმედებებს განახორციელებენ არსებული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით. ლისის ტბის მიმდებარედ არსებული ნაგავსაყრელის თემაზე ჯგუფი იმუშავებს გამოცდილ ექსპერტებთან ერთად და ეცდება არსებული პრობლემა შესაბამის სახელმწიფო სამსახურებთან თანამშრომლობით მოაგვაროს.
ამ შეხვედრაზე ასევე დაიგეგმა ღონისძიება, რომელიც 28 თებერვალს გაიმართება. აღნიშნული ღონისძიება შეეხება ქალაქის ინფრასტრუქტურულ პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს.