ხაშურის N7 სკოლის ეკოკლუბის კვლევა საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან დაკავშირებით

შიდა ქართლში, ქალაქ ხაშურის N7 საჯარო სკოლის ეკოკლუბის ინიციატივით, მე-6 კლასის მოსწავლეებმა კვლევა აწარმოეს თემაზე: "მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენები". 

 ეკოკლუბელები 2 კვირის განმავლობაში სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენს სპეციალურ კონტეინერებში აგროვებდენენ და ახარისხებდნენ. ბოლოს აწონეს თითოეეული, მონაცემები დაითვალეს, გადაიტანეს დიაგრამებში და ცხრილებში,

კვლევის ბოლო ეტაპზე მოსწავლეებმა გაანალიზეს შედეგები და დასკვნაც გამოიტანეს. შეისწავლეს, ყველაზე დიდი რაოდენობის მყარი ნარჩენებიდან რომელია ძნელად გახრწნადი და დაგეგმეს მისი მეორადი გამოყენების სტრატეგიები.