გურიაში, დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა ტრადიციას წელსაც არ უღალტეს და სამოქმედო გეგმის მიხედვით გათვალისწინებული აქტივობა - "შექმენი საახალწლო აქსესუარები მეორადი ნარჩენებისაგან" - განახორციელეს.
აქტივობში აქტიურად ჩაერთო როგორც ეკოკლუბელები, ასევე მათი მასწავლებლები. მოსწავლეებმა: სალომე ფუტკარაძემ, მარი მახარაძემ, თიკო აბაშიძემ, მასწავლებლებმა: ნატო მურჯიკნელმა, ნათია მურადოვამ, მანანა კიკაბიძემ საინტერესო აქსესუარები შექმნეს პლასტმასის ბოთლებისგან, ერთჯერადი თეფშებისგან და კოვზების, მუყაოს ქაღალდისგან, ძველი ძაფებისგან, შოკოლადის ქაღალდებისაგან და კვერცხის ნაჭუჭისგან.
ამ ღონისძიების მიზანი მოსწავლეებში ნარჩენების სწორად გამოყენების კუთხით ცნობიერების ამაღლება იყო. დაბა ნარუჯას სკოლის მოსწავლეებმა ნათლად გაიაზრეს, რომ ერთი შეხედვით უსარგებლო ნივთი შესაძლოა ლამაზ აქსესუარად ვაქციოთ და მას "ახალი სიცოცხლე" შევძინოთ.