სოფელ თაიას სკოლის ეკოკლუბელების ვიზიტი დაფნის საწარმოში

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიას საჯარო სკოლის ეკოკლუბ "მწვანე მომავალი“-ს წევრები სკოლის სხვა მოსწავლეებთან ერთად ესტუმრნენ ქალაქ ჩხოროწყუში მდებარე დაფნის საწარმო „ჯუმითი–2014“–ს. მოსწავლეები გაეცნენ თუ როგორ ხდებოდა დაფნის მიღება, დამუშავება, დაფასოება. ნახეს დამუშავებული, დაფასოებული პროდუქტი. ადგილზე გაეცნენ დაფნის ფოთლის ქიმიურ შემადგენლობას, კვებით ღირებულებას და შენახვის პირობებს.

ეკოკლუბელებმა გაიაზრეს დაფნის კულტურის სასიკეთო გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე. ისაუბრეს მის როლზე კულინარიაში. ბავშვების დაინტერესება იმდენად დიდი იყო აღნიშნული მცენარით ისინი მზად არიან დაფნა მოაშენონ საკუთარ ოჯახებში და ის გახდეს ოჯახში შემოსავლის წყარო, რომელიც დაეხმარება თითოეულ მაცხოვრებელს სიღარიბის დაძლევაში.

გარდა ამისა, სოფელ თაიას სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ დაფნის კულტურა დასავლეთ საქართველოს კლიმატურ პირობებში ძალიან კარგად ხარობს და დიდი პერსპექტივებიც გააჩნია.