მესტიის სოფელ ფარის სკოლის ეკოკლუბმა გენდერულ საკითხებზე კვლევა ჩაატარა

მესტიის მუნიციპალიტეტის ფარის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა ჩაატარა კვლევა გენდერის საკითხზე. ნიკო კეცხოველის ფარგლებში მომზადებულ გზამკვლევზე დაყრდნობით ეკოკლუბის წევრებმა განიხილეს რა არის გენდერული თანასწორობა და გაეცნენ კითხვარებს,რომელიც გზამკვლევში სამ ნაწილად არის დაყოფილი.

ეკოკლუბმა პირველი ნაწილი გააციფრულა და ჩაატარა გამოკითხვა 20 რესპოდენტთან. კვლევაზე დაყრდნობით, გაანალიზდა თემში თუ რამდენად მაღალია ცნობიერება გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით და  შემუშავდა მიგნებები და რეკომენდაციები. პარალელურად დაიწყო პროექტი, რომელიც მიმართული იქნება თემში გენდერულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებისკენ.

თანდართულ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ უშუალოდ კვლევა და მისი შედეგები: http://forestry.ge/public/uploads/other/2020-01-07/28851.pdf