რამდენიმე კვირის წინ ქალაქ რუსთავში მძაფრი კვამლი დაფიქსირდა. ეს უჩვეულო შავი ნისლი არ იყო ბუნებრივი ნისლი და გაჩნდა ეჭვი, რომ ეს იყო ქარხნული წარმოების შედეგად დაგროვილი კვამლი. რუსთავის 22-ე სკოლის ეკოკლუბმა "კედარმა" გადაწყვიტა გარკვეული ზომები მიეღო და მეტი გაეგო ამ დაბინძურების შესახებ.
"ბევრი დაკვირვების ფოტო სურათების გადაღების შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ქალაქ რუსთავს უმძიმესი დაბინძურების პირობებში უწევს ცხოვრება. ქალაქის გარშემო არის ბევრი ქარხანა და საწარმო რის გამოც ქალაქში გროვდება გამონაბოლქვი. თითქოს აქამდე არსებული გამონაბოლქვი არ იყო საკმარისი, რომ ქალაქს გვერდით სოკოს ქარხანა მიუშენეს და ქალაქის კვამლს მძაფრი სუნიც დაემატა" - ამბობენ რუსთავის N22 სკოლის ეკოკლუბელები.
მოსახლეობის გამოკითხვის შემდეგ ეკოკლუბელებმა დაადგინეს, რომ მსგავსი (ცუდი სუნის) პრობლემა რუსთავში არასდროს არ ყოფილა მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დროს ამ ქალაქში ჰაერის დაბინძურება უცხო არასოდეს ყოფილა.
კვლევაში ჩაერთნენ სხვადასხვა ორგანიზაციები და დაინტერესებული ადამიანები. ასევე ჩაერთო რუსთავის ახალგაზრდობა რომელსაც ძალიან ადარდებს არსებული მდგომარეობა.
"ფოტოებზეც ნათლად ჩანს, რომ ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე ნორმაზე ბევრად მეტი რაოდენობის გამონაბოლქვი დაფიქსირდა. პრაქტიკულად აღარც არის საჭირო სპეციალური ხელსაწყოები, რადგან შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს თუ რა დღეშია ჩვენი ქალაქი. ქალაქის ახალგაზრდობა ბევრი სარჩელი შეიტანა და ბევრი განცხადებაც გაკეთდა ამასთან დაკავშირებით. ეწყობა აქციები და ჩვენი ახალგაზრდობა მაქსიმალურად ცდილობს, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას. გული შეგვტკივა ჩვენს ქალაქზე!" - გვწერენ რუსთაველი ეკოკლუბელები.