სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ეკოკლუბმა წინასაახალწლო დღეები მხოლოდ ქველმოქმედებას დაუთმო.
კვირის განმავლობაში განახორციელეს რამდენიმე საქველმოქმედო აქცია. ხოლო, 31 დეკემბერს, აღნიშნული კვირეული დაიხურა ძალიან სახალისო აქტივობით. ამ აქტივობამ, კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მათი კრეატიულობა და თანაგრძნობის უნარი.
კერძოდ, ,ECO-R"-ის წევრები, საღამოს, ახალი წლის დადგომამდე, ესტუმრნენ რამდენიმე დაწესებულებას - საავადმყოფო, სასწრაფო, კრიმინალური პოლიცია, ნარკოლოგიური, აფთიაქები, ბავშვთა საავადმყოფო. სტუმრობის მიზანი, ახალი წლის ღამეს მომუშავე პერსონალისთვის, მათთვის, ვინც ახალ წელს სამსახურში უნდა შეხვედროდა, საღამოს გახალისება და თანაგრძნობის გამოხატვა იყო. მოსწავლეებმა მომუშავე პერსონალს ახალი წლის დადგომა, საკუთარი ხელით დამზადებული ტკბილეულითა და ცხელი ყავით მიულოცეს.
ყველგან მოულოდნელი იყო მოსწავლეების სტუმრობა, რაც უდიდეს მხიარულებას იწვევდა პერსონალში და ახალი წლის ღამეს ელფერს მატებდა.