საჩხერის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლის ეკო-კლუბ “კვალის” ორგანიზებით, სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა მეტად საინტერესო აქტივობა. კლუბის ერთ-ერთი წევრი, მოხალისეობრივად ხელმძღვანელობდა გუნდს, რომლის წევრები სურვილისამებრ გახდნენ სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები.
მოსწავლეებს უნდა აერჩიათ, ერთი კონტინენტი და მოეძიებიათ/მოემზადებინათ შესაბამისი დამახასიათებელი საჭმელი, შემდეგ კი გაეცნოთ მაყურებლისათვის. პროექტის მიზანი იყო, ტოლერანტული დამოკიდებულების პოპულარიზაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასა თუ კონტინენტს შორის, ამავდროულად კულტურათა დაახლობა, გაცნობა და საპრეზენტაციო უნარ-ჩვევების განვითარება.
გუნდის წევრებმა ასევე ისაუბრებს ამა თუ იმ პროდუქტის, წარმოშობისა და მოპოვების გზებზე და სურსათის გაფრთხილების მნიშვნელობაზე.
აქტივობაში მონაწილეობას იღებდა სკოლის 25 მოსწავლე, ხოლო დასწრება თავისუფალი იყო.