მთიულეთში, დაბა ჟინვალის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა "არაგვმა'' ჩაატარა კამპანია სახელწოდებით: "უთხარი პლასტმასას არა''. მოსწავლეების მიზანი იყო ერთჯერადი ნივთების მოხმარების შემცირება და ამ გამოცდილების გაზიარება.
კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს დაემზადებინათ ერთჯერადი მოხმარების პარკები ბუფეტისათვის, რომელთაც გამოიყენებდნენ ცელოფნის პარკების ნაცვლად, რასაც აქამდე ხმარობდნენ ბუფეტებში.
ეკოკლუბელებმა ქაღალდის პარკები დაამზადეს წინა დღით, წებოსა და სტეპლერის საშუალებით. პარკების შიგნით განთავსებული იყო ბუკლეტები იმის შესახებ, თუ რით შეიძლება შეცვალონ პლასტმასის ნივთები. ეკოკლუბელებმა დიდ დასვენებაზე სხვა მოსწავლეებს დაურიგეს ბუკლეტები.