"მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი" თანამედროვე განათლების აკადემიაში

თბილისის თანამედროვე განათლების აკადემია შეუერთდა  გაერო-ს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით დაგეგმილ პროექტს „მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი“ (The World’s Largest Lesson). პროექტი გულისხმობს გაკვეთილის ჩატარებას ერთდროულად მსოფლიოს სხვადასხვა სკოლაში გაერო-ს მიერ შემუშავებული “მდგრადი განვითარების გლობალური მიზნების“ გასაცნობად.

გაკვეთილი გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, ირმა ორჯონიკიძემ, ინგლისური ენის მასწავლებელმა თეა ლუარსაბიშვილმა  და ეკოკლუბის წევრებმა : გუგა გაგლოშვილმა და ნიკა ხუხუნაიშვილმა ჩაატარეს.

გაკვეთილზე შესაბამისი ლექსიკური ერთეულების გამოყენებით მოსწავლეებმა იმსჯელეს მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე, ბავშვთა უფლებები დააკავშირეს დასახლებების განვითარებასთან.