"ხეების ახალი წელი" წალკის სოფელ გუმბათში

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა მათ მიერ დარგული ნერგები საზამთროდ მოამზადეს. როგოც იცით, წალკის კლიმატური პირობებიდან გამომდინარე შემოდგომაზე დარგულ ნერგებს საზამთროდ მომზადება, ანუ შეფუთვა სჭირდება, რათა არ გაიყინოს. 

ეკოკლუბის წევრებმა სახლებიდან მიიტანეს საჭირო მასალები და ხეები შეფუთეს. შეფუთვის პროცესში ეკოკლუბელებს პატარებიც მიეხმარნენ და ამით მათ ისწავლეს, ყველასთვის თუ რა მნიშვნელოვანია ბუნების დაცვა და სიყვარული.

ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის მონაწილე სოფელ გუმბათის სკოლის ეკოკლუბელებმა შეფუთვა სიმბოლურად საახალწლოდ განახორციელეს და ამ ღონისძიებას "ხეების ახალი წელი" დაარქვეს.