დაბა ნარუჯას სკოლის ეკოჰაბში ნიკო კეცხოველის დაბადების დღე აღინიშნა

ნიკო კეცხოველის დაბადების დღეს 26 - დეკემბერს გურიაში, დაბა ნარუჯას საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა  ეკოჰაბის ოთახში სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს უმასპინძლეს. ეკოკლუბის წევრები თამუნა აბაშიძე და სალომე კოჩალიძე  საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგნენ მსმენელის წინაშე, რომლებმაც ნიკო კეცხოველის ბიოგრაფიასა და მის ღვაწლზე ისაუბრეს.

"ბუნების მინდიას" - როგორც ნიკო კეცხოველს უწოდებდნენ, რომელსაც  მთელი საქართველო ფეხით ჰქონდა მოვლილი. ბავშვებმა გაიხსენეს წიგნი ,,მკერდში დაჭრილი ბუნება’.’ კეცხოველის მიერ ოთხ ათეულ წელზე მეტი ხნის წინ დაწერილი ეს წიგნი პირველი მერცხალი იყო საქართველოში, რომელშიც გარემოსდაცვითი პრობლემები მთელი სიგრძე-სიგანით წარმოაჩინა და სათანადო პასუხებიც გასცა.

ისტორიის პედაგოგმა, ნიკო კეცხოველის საქართველოს სხავადასხა კუთხეებში მოგზაურობაზე ისაუბრა.

ბოლოს ნაჩვენები იქნა საქართველოს ტელევიზიის  პირველი არხის მიერ მომზადებული გადაცემა ,,ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ  - ნიკო კეცხოველი" , რომელმაც  მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია.