ჭიათურელი მოსწავლეების წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს

ჭიათურის მეორე საჯარო სკოლის ეკო-კლუბმა, ორგანიზაცია - “ჭიათურის მოსწავლეთა საკრებულოსთან“ ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას, მისწერა წერილი მათი ქალაქის ერთ-ერთ მტკივნეულ საკითხზე.

წერილში მოთხრობილია ჭიათურის საფეხბურთო სტადიონის სავალალო მდგომარეობის შესახებ, სადაც  1964 წლიდან აქტიურად იმართებოდა მატჩები. სტადიონი 11 650 მაყურებელზეა გათვლილი და ადგილობრივ თვითმართველობას არ გააჩნია ფინანსური რესურსი, რათა საკუთარი ძალებით უზრუნველყოს მისი აღდგენა.

ჭიათურის მეორე სკოლის ეკოკლუბი იმედს იტოვებს, რომ პრემიერ-მინისტრის ხელშეწყობითა და დახმარებით არ განადგურდება დიდი ისტორიის მქონე სპორტული არენა.