შიდა ქართლის სკოლებმა ნიკო კეცხოველის დაბადების დღე ტყვიავში მასშტაბურად აღნიშნეს (ვიდეო)

26 დეკემბერს შიდა ქართლის სკოლებმა მასშტაბურად აღნიშნეს ნიკო კეცხოველის დაბადების დღე.   ამ დღის აღსანიშნავად სოფელ ტყვიავში ნიკო კეცხოველის მშობლიური სახლის ეზოში მოეწყო გარემოსდაცვითი ნახატების გამოფენა, მისი ცხოვრების და მოღვაწეობის გახსენება და ასევე შედგა პეტიცია მისი სახლის გარკვეული ნაწილის მუზეუმად გადაკეთების მოთხოვნით. 

მნიშვნელოვანია, რომ ამ ღონისძიებებში ნიკო კეცხოიველის სახლობის სასკოლო კონკურსის მონაწილე შიდა ქართლის  სამი მუნიციპალიტეტის -  გორის, ქარელის და ხაშურის სკოლები იღებდნენ მონაწილოებას.  კერძოდ: ქალაქ გორის 1, 3, 4, და მე-12  სკოლები, ხურვალეთის სკოლა,  სასულიერო გიმნაზია, ქარელის მე-2  და ხაშურის მე-7 სკოლები. 

აღნიშნულ ღონისძიებაზე გაიჟღერა ბევრმა საინტერესო და მისასალმებელმა ინიციატივამ, რომელსაც მოსწავლეები ერთობლივად განახორციელებენ.  ასევე ღონისძიებაზე ნიკო კეცხოველის სახელობის კონკურში მონაწილე ეკოკლუბების ხელმძღვანელ მასწავლებელებს გადაეცათ სერთიფიკატები. 

ღონისძიება გააშუქეს ადგილობრივმა მედიამ - TV-დიამ და qartli. ge-მ. 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://www.qartli.ge/ge/component/content/article/13454-tyviavshi-niko-keckhovelis-dabadebis-dghes-aghnishnaven