ბაღდათის სოფელ როკითის სკოლაში შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღნშნეს

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე  ყოველწლიურად 1 დეკემბერს აღინიშნება და შიდსის პანდემის მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. მსოფლიო შიდსის დღის აღნიშვნის იდეა 1988 წელს შიდსის პრევენციის პროგრამით ჯანდაცვის მინისტრების სამიტზე გაჩნდა. თარიღი მსოფლიო საზოგადოების აივ–ინფექციის გავრცელებისადმი ყურადღების მიქცევის მიზნით დადგინდა, რამაც გლობალური პანდემიის მასშტაბები მიიღო და მსოფლიოს ყველა რეგიონი მოიცვა. შიდსმა მსოფლიოში   2005 წელს  3,1 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის 570.000 ბავშვი იყო. 2007 წლისთვის 25 მილიონი იმსხვერპლა, ხოლო დაახლოებით 38,6 მილიონი ვირუსმატარებელია.2011 წელს შიდსის ვირუსით 2,5 მლნ ადამიანი დაიღუპა. შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო სიმბოლოა „წითელი ბაფთა“. ეს ემბლემა 1991 წლის აპრილში ამერიკელმა მხატვარმა ფრანკ მურმა შექმნა, რომელიც შიდსით იყო დაავადებული და 2002 წელს 48 წლის ასაკში  გარდაიცვალა.

ბაღდათის სოფელ როკითის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა სამოქმედო გეგმის შესაბამისად ჩაატარეს სემინარი შიდსზე, მოწვეული ჰყავდათ ბაღდათის N1  სკოლის ეკოკლუბი „გრინფისი“. სემინარს უძღვებოდა ნინი კალატოზიშვილი.

ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა არ იცის, როგორ გადადის აივ ინფექცია.  გამოკითხულ მოსწავლეთა ნახევარი  ამბობს, რომ ინფიცირებულ კოლეგასთან არ იმუშავებდა. ინფორმაციის მიწოდება სკოლიდან უნდა დაიწყოს. ერთად უნდა ვებრძოლოთ იმ სტიგმას, რომ შიდსი არის გადამდები ხელის ჩამორთმევით, კოცნით და ა.შ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, რომ შიდსი ჰაერწვეთოვანი გზით არ გადადის. სტიგმასა და დაგვიანებულ დიაგნოსტიკასთან ერთად შიდსთან ბრძოლას აფერხებს, საზოგადოების ინფორმირებულობის დაბალი დონე.შიდსით დაავადებული ადამიანები ხშირად თვითგვემას იწყებენ, ჰგონიათ, რომ ისინი ”ცუდი ქცევის” გამო დაისაჯნენ და ამიტომ ცუდი მოპყრობის ღირსნიც კი არიან. სწორედ სტიგმის გამო ხდება, რომ აივ დადებითი პირები საკუთარი უფლებების დასაცავადაც იშვიათად იბრძვიან.

მოსწავლეებმა  ნახეს 3  ფილმი, გამართეს დისკუსია,ბათდათის სკოლის კლუბ „გრინფისთან“ ერთად დაარიგეს საინფორმაციო ბუკლეტები და ფლაერები, გააკეთეს პლაკატი. ღონისძიებას ესწრებოდა  და დისკუსიაში ჩაერთო სოფლის ექიმი ქალბატონი ირმა არწივიძე  და ექთანი სოფო ცერცვაძე. რომლებმაც მოიწონეს მოსწავლეების ჩართულობა, მადლობა გადაუხადეს მათ საინტერესო სემინარისთვის.გამოითქვა იდეა გაეკეთებინათ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის პროექტი „არა ნარკოტიკს, არა ალკოჰოლს, არა თამბაქოს“,რის ფარგლებში ჩაეტარებინათ კვირეული.

https://www.youtube.com/watch?v=09N6o4Md7Eo   აივ ინფექციის გავრცელების გზები და პრევენცია

https://www.youtube.com/watch?v=CE9gNMNu_L4-  „კლავს სტიგმა და არა შიდსი“

https://www.youtube.com/watch?v=VMJGuuPBp2I   არა განაჩენი - შიდსი