ზუგდიდის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა გადაწყვიტეს შეესწავლათ სოფელში გავრცელებული მცენარეთა სახეობები. სოფელში გავრცელებული მცენარეთა სახეობებიდან განსკუთრებით ყურადღება გაამახვილეს იშვიათი სახეობის მცენარეთა ჯიშებზე, როგორიცაა კანფეტის ხე- ,,ყუნწშაქარა" მაგნოლია, ევკალიპტი, ბაძგი და სხვა.
მოსწავლეებმა საფუძვლიანად შეისწავლეს ამ სახეობათა გავრცელების ისტორია. ესტუმრნენ სოფლის უხუცეს მკვიდრს, მისი გადმოცემით ყუნწშაქარასა და მაგნოლია ნერგები საჩუქრად მიუცია პრინც მიურატს მამამისისთვის, რომელის მიურატებთან მუშაობდა.
სოფელ ჩხორიის სკოლის ეზოში დგას რამოდენიმე ძირი ევკალიპტის ხე, რომელიც ავსტრალიიდან არის ჩამოტანილი. მცენარეთა ეს სახეობები საუკუნეს ითვლის.