ნიადაგის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით იმერეთში, ქალაქ ხონის N1 სკოლის ეკოკლუბის წევრებმა დაგეგმეს შეხვედრა კლასებთან რათა მოეწყოთ გამნწვანების აქცია სახელწოდებით: ,,მწვანე კამპანია". მოსწავლეებმა გადაწყვიტეს შეეგროვებინათ ნერგები და დაერგოთ სკოლის ეზოში. ნერგების მოტანა უზრუნველყო მეცხრე პირველი კლასის მოსწავლეებმა.
ბავშვებმა მიიტანეს 20 ძირი კვიპაროსის ნერგი, დაიხმარეს მათივე კლასის ბიჭები, ამოიღეს ორმოები და დარგეს 20 ძირი კვიპაროსი. გამწვანებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო სკოლის მანდატურმა, რომელმაც მოსწავლეებს ნერგების სწორად დარგვა ასწავლა.
ხონის N2 სკოლა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ახალი მონაწილეა.