7-8 ნოემბერს CENN-ის ორგანიზებით სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აფხაზეთის სკოლებისათვის მორიგი ფოტოტური მოეწყობა ამჯერად კოლხეთის ეროვნულ პარკში.
რუხის, ხეთის, აბაშის, სენაკის, ფოთის, ყარ-სგურიშისა და გალის სკოლების მოსწავლეები გაეცნობიან კოლხეთის ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნებას. გავლენ სანაოსნო ტურისტულ მარშრუტზე ,,პალიასტომი- ფიჩორი’’, ფოტოინსტრუქტორების დახმარებით გადაიღებენ ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლების საინტერესო ფოტოებს.
ფოტოტური ხორციელდება კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ, პროექტის ,,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში’’ ფარგლებში, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.
აღნიშნული ღონისძიების პარტნიორია დაცული ტერიტორიების სააგენტო.