კამპანიას "ნუ მოჭრი, მორთე" დაბა ნარუჯას სკოლის ეკოკლუბიც შეუერთდა

 ოზურგეთის  დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ეკოკლუბ Nature-ს წევრებმა რომლებიც ჩართულნი არიან ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში, ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით განახორციელეს უკვე ტრადიციად ქცეული აქტივობა -  "ნუ მოჭრი, მორთე'', "ის რაც თქვენთვის კარგია, ჩვენთვის დანაკარგია’’და სიმბოლურად  სკოლის ეზოში ნაძვის ხე მორთეს.

ეკოკლუბის წევრებმა მოსწავლეებს მოუწოდეს თავი შეიკავონ ნაძვის ხის მოჭრისაგან და ხელოვნური ნაძვის ხე მორთონ საახალწლოდ.

ამ აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში ბუნებისადმი სიყვარულის  გაღვივება და ნაძვის ხეების გადარჩენა.

ღონისძიებაში სკოლის ყველა საფეხურის მოსწავლე  იყო ჩართული.