თბილისის 163-ე სკოლის ეკოკლუბმა ვაქცინაციის საჭიროებაზე მოქალაქეების გამოკითხვა აწარმოა (ვიდეო)

თბილისის 163-ე საჯარო სკოლის ეკოკლუბ “პლანეტარელების” წევრებმა გადაწყვიტეს გასულიყნენ თბილისის ქუჩებში, რათა საზოგადოების გამოკითხვა ეწარმოებინათ. მათ აინტერესებდათ რამდენად იყო თბილისის მოსახლეობა ინფორმირებული ვაქცინაციისა და ყოველწლიური აცრების შესახებ. “პლანეტარელების” კვლევის მიზანი იყო დაედგინათ, ხალხის აზრით, შეიძლებოდა თუ არა ვაქცინაცია ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილიყო და გამოეწვია ბევრად უფრო სერიოზული დაავადებები.

“პლანეტარელებმა” გამოკითხულებთან პატარა ინტერვიუებიც ჩაწერეს, რომელიც საკუთარ "იუთუბის" არხზე ატვირთეს: https://www.youtube.com/watch?v=KKdTNT_hH1w

გამოკითხვაში სულ მონაწილეობა მიიღო 22-მა ადამიანმა. მათგან 72%-ს მიაჩნია, რომ ხარისხიანად გაკეთებული ვაქცინა ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. 28%-ის აზრით კი ვაქციანციას შეიძლება გარკვეული სახის გართულებები მოჰყვეს და თავს შეიკავევბდნენ აცრის გაკეთებისგან. გამოკითხულთა 100% კი თვლის, რომ საჭიროა ზემოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უფრო მეტი კვლევის ჩატარება და საზოგადოების უკეთ ინფორმირება.