ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ედელვაისის“ წევრები ესტუმრნენ ქალაქ ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლას. ისინი შეხვდნენ ეკოლოგიის საკითხებით დაინტერესებულ მოსწავლეებს. შეხვედრის მიზანი იყო ნიკო კეცხოველის სახელობის კონკურსის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია, ასევე სხვა სკოლის მოსწავლეთა დაინტერესება და ჩართვა აღნიშნულ კონკურსში.
შეხვედრაზე ეკოკლუბის წევრებმა გააკეთეს კონკურსის პრეზენტაცია. ისაუბრეს ნიკო კეცხოველის სახელობის კონკურსის მნიშვნელობაზე და მათ მიზნებზე. ასევე, გააცნეს ეკოკლუბ „ედელვაისის“ მიერ განხორციელებული რამდენიმე აქტივობა და თავიანთი გამოცდილება.
ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, თუ რატომ და რა მიზნით უნდა ჩაერთონ აღნიშნულ კონკურსში მოსწავლეები. დაინტერესების შემთხვევაში კლუბის წევრები დაპირდნენ თანატოლებს, რომ დაეხმარებიან ეკოკლუბის შექმნაში და გააგრძელებენ მათთან აქტიურ თანამშრომლობას.
შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა. გამოიკვეთა მესამე სკოლის მოსწავლეებიდან დაინტერესება კონკურსის მიმართ, დაიგეგმა რამდენიმე ერთობლივი აქტივობა.