ნიკო მარის სახელობის ჩოხატაურის №1 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა ეკოლოგიური კედლის გაზეთის მორიგი ნომერი გამოუშვა.
გაზეთი თემატურია და შემოდგომასა და ცოცხალ ორგანიზმებში სეზონურ ცვლილებებს ასახავს. გაზეთში საინტერესოდ არის გადმოცემული მცენარეებისა და ცხოველების ზამთრისადმი მზადების თავისებურებები, როგორებიცაა: ფრინველთა გადასაფრენად მომზადება, ფოთოლცვენა, დღის ხანგრძლივობის ცვლილების გავლენა სასიცოცხლო პროცესებზე.
ჩოხატაურის N1 სკოლის ეკოკლუბმა დაგეგმა გაზეთის მორიგი ნომრის გამოშვება, რომელიც ზამთარს და ნაძვის ხეს მიეძღვნება. გაზეთი გამოვიდა ეკოკლუბის წევრების: ანანო მეგრელიშვილისა და იზი სიხარულიძის რედაქტორობით.