სოფელ ოსიაურის სკოლის ეკოკლუბის ორიგინალური აქცია მდინარე სურამულას დაბინძურების წინააღმდეგ

ხაშურის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა საზოგადოება ,,ბილიკთან'' თანამშრომლობის დროს მოიპოვა მცირე დაფინანსება ქალაქ ხაშურის მთავარი მდინარის, სურამულის,  ჯებირებზე ნახატების განთავსების შესახებ დაწერილ პროექტზე.

იდეა ეკუთვნის ეკოკლუბის ერთ-ერთ წევრს. გრანტის ფარგლებში სკოლას გადაეცა საღებავები და სხვადასხვა საჭირო ნივთები. პროექტის ფარგლებში ეკოკლუბელები ასევე ესტუმრნენ გამგეობას და აიღეს ნებართვა. მოხატვის პროცესს ესწრებოდა წარმომადგენელი ქალაქის მერიიდან.

ამ აქციის მთავარი მიზანი იყო ხალხის ინფორმირებაა მდინარის დაბინძურების შედეგების შესახებ. დაინტერესებულ პირებს, ვინც მათი საქმიანობით დაინტერესდა, მოსწავლეებმა უამბეს მათი იდეის შესახებ და თხოვეს, რომ არ დააბინძურონ მდინარეები.