გარემოსდაცვითი კონფერენცია ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრში

18 დეკემბერს, ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს #2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის ,,ეკომანი“-ს ორგანიზებით ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრში გაიმართა მოსწავლეთა სკოლათაშორის კონფერენცია, თემაზე: ,,ეკოლოგიური პრობლემები და გამოწვევები“.

კონფერენციის მიზანი იყო მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა, ცნობიერებისა და მოტივაციის ამაღლება, საკომუნიკაციო და საჯარო გამოსვლების უნარის განვითარება. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ხობის მუნიციპალიტეტის თორსის, ხეთის, საჯიჯაოს #2, ახალსოფლის საჯარო სკოლებმა და კერძო სკოლა ,,არეა“-მ.

ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს #2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის ,,ეკომანი"-ს ლიდერმა მოსწავლემ მათე ჭანტურიამ წარმოადგინა თემა: ,,ნუ მოჭრი ხეს, რომელზედაც ზიხარ".

მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები, მასზედ, რომ მათ მონაწილეობა მიიღეს მომხესენებლად მოსწავლეთა სკოლათაშორის კონფერენციაში, ხოლო ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სახელით გადაეცათ საუკეთესო პრეზენტატორს და ორგანიზატორ მასწავლებელ ბელა ქვარცხავას სამახსოვრო წიგნი.