ეკოკლუბმა "ედელვაისმა" დაბინძურებული ტერიტორია "იშვილა"

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ედელვაისის" ეკოკლუბელებმა აწარმოეს დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მონიტორინგი და "იშვილეს" დაბინძურებული ტერიტორია.

ტერიტორიის სიდიდის გამო ეკოკლუბელები მხოლოდ საკუთარი ძალებით ვერ ასუფთავებდნენ ტერიტორიას და მიმართეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას დასახმარებლად. მათ ეკოკლუბელებს დახმარება გაუწიეს ნაგვის ტომრებით და საშუალებით რითაც შეგროვილ ნარჩენს ტრანსპორტირებას გაუწევს.

სკოლის მოსწავლეებმა ერთი დასუფთავების აქცია ჩაატარეს მერიასთან თანამშრომლობით ტერიტორიაზე და  შეგროვილი ნარჩენების გატანა-ტრანსპორტირება შპს "სუფთა მუნიციპალიტეტი 2018"-ის სამსახურმა უზრუნველყო.