ხარაგაულის მეორე საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელმა სკოლის ბიბლიოთეკართან და ეკოკლუბ ,,მწვანე სამყაროს" კოორდინატორთან ერთად სასკოლო სოციალური პროექტი განახორციელა. მასწავლებლის ინიციატივით, მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის დალაგებაში, გადაარჩიეს წიგნები, რომელთაც ყდები ჰქონდათ დაზიანებული, ან ფურცელი აკლდათ და გაცოცხლება სჭირდებოდათ.
ბავშვებმა დააწებეს, გააფორმეს, გააცოცხლეს წიგნები. შემდეგ სპეციალური ხსნარით გაასუფთავეს და ახალი სიცოცხლე აჩუქეს. აქტივობის დასასრულს დაამზადეს ხელნაკეთი ნაძვის ხე, რომელიც გაცოცხლებული წიგნების სახელწოდებებით მორთეს.
მუყაოს ნაძვის ხეს ტოტებს უმშვენებდა თანამედროვე საბავშვო, თუ კლასიკური ლიტერატურა.
ამ აქტივობით ბავშვები გამოეხმაურნენ კამპანიას ,,არ მოჭრა, მორთე" და საზოგადოებას, სხვა მოსწავლეებს მოუწოდეს ხელნაკეთი ნაძვის ხეების დამზადებისკენ.