ტყის ყველაზე ძლიერი ხანძრები მსოფლიო ისტორიაში

1. პეშტიგოს დიდი ხანძარი, ვისკონსინი, აშშ, 1871 

პეშტიგოს დიდი ხანძარი 1871 წლის 8  ოქტომბერს, აშშ-ში, უისკონსინის შტატში გაჩნდა. ხანძარმა სრულიად გაანადგურა ტელეგრაფისა და ელექტროენერგიის ხაზები.  

 

2. ტასმანიის ხანძრები, ავსტრალია, 1967 

1967 წლის 7 თებერვალს, კუნძულ ტასმანიის ბუჩქნარში ხანძარი გაჩნდა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი აღმოჩნდა მსოფლიოში — იმსხვერპლა 62 ადამიანის სიცოცხლე, სხეულის დაზიანება მიიღო 900-მა ადამიანმა, 700 კი უსახლკაროდ დარჩა.  

 

3. ლიუნებურგის დაბლობის ხანძარი, გერმანია, 1975 

ინციდენტი 1975 წელს, ჩრდილოეთ გერმანიაში, ლიუნებურგის დაბლობზე მოხდა. ხანძარი 7 აგვისტოდან 17 აგვისტომდე გაგრძელდა და მას 15 000-მდე მეხანძრე ებრძოდა.  

 

4. ფერფლიანი ოთხშაბათის ხანძარი, ავსტრალია, 1983 

ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გამანადგურებელი სტიქია ავსტრალიის ისტორიაში, რომელმაც გადაწვა 3700 შენობა, 2545 საცხოვრებელი სახლი, დახოცა 34 000 ცხვარი და 18 000 მსხვილი რქოსანი საქონელი.  

 

5. ვარაგამბის ხანძარი, ახალი სამხრეთ უელსი, ავსტრალია, 2001 

2001 წლის 25 დეკემბერს, ავსტრალიის  ახალი სამხრეთ უელსის შტატის ქალაქ ვარაგამბის სიახლოვეს გაჩენილმა ტყის ხანძარმა გაანადგურა 120 სახლი. სულ რაღაც 6 საათში, ცეცხლი 60 კმ მანძილე გადაადგილდა. 

 

6. ვალოუს ხანძარი, არიზონა, აშშ, 2011 

არიზონის ამ ხანძარმა გაანადგურა 2180 კვადრატული კილომეტრის ფართობი. ზარალმა დაახლოებით 109 $ მილიონი შეადგინა. 

 

 7. კანბერის ხანძარი, ავსტრალია, 2003 

2003 წლის 18 იანვარს, ავსტრალიაში, ტყეში გაჩენილი ხანძრიდან ერთი კვირის თავზე, ცეცხლმა საცხოვრებელ ზონამდე მიაღწია, ქალაქ კანბერის სიახლოვეს. დაახლოებით 10 საათის განმავლობაში, ცეცხლმა 400 სახლი გაანადგურა. 

 

8. ციმბირის ტაიგის ხანძრები, რუსეთი, 2003 

2003 წელს, ციმბირის ტყეებში გაჩენილმა ხანძრებმა გადაწვა 19 მილიონი ჰექტარი ტერიტორია. გამოყოფილი გამონაბოლქვი დაახლოებით იგივე ოდენობის აღმოჩნდა, რის შემცირებასაც ევროკავშირი კიოტოს პროტოკოლის ფარგლებში გეგმავდა. თანამგზავრულ ფოტოებში კარგად ჩანდა კვამლში გახვეული ევრაზია.  

 

9. კალიფორნიის ტყის ხანძრები, აშშ, 2008 

 2008 წლის ზაფხულში, კალიფორნიის ტყეებში სულ 4 108 ხანძარი გაჩნდა. პროცესს ხელს უწყობდა ქარი.  ცეცხლი 556 758 ჰექტარზე გავრცელდა. განხორციელდა 26 000 ადამიანის ევაკუაცია, მათმა უმრავლესობამ დაკარგა საცხოვრებელი. საერთაშორისო დახმარების ძალები კალიფორნიაში გააგზავნეს საბერძნეთმა, კვიპროსმა, ჩილემ, არგენტინამ, კანადამ, მექსიკამ, ავსტრალიამ და ა. შ.  

 

10. შავი შაბათის ხანძარი, ავსტრალია, 2009 

2009 წლის 17 თებერვალს, შაბათ დღეს, ელექტროგადამცემი ხაზებიდან ტყეში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლმა იმსხვერპლა 173 ადამიანი, დაიწვა 2030 სახლი და 3500 სხვა ნაგებობა.  

 

11. ბოლივიის ტყის ხანძარი, 2010 

ტყის ეს ხანძარი, ერთ-ერთი ყველაზე საშინელი აღმოჩნდა ამაზონის აუზში, ბოლივიისა და ბრაზილიის ტერიტორიებზე. ცეცხლის 25 000-მდე კერამ გადაწვა 1 498 000 ჰექტარი ტერიტოტრია, დაიწვა 60-ზე მეტი სახლი.  

 

12. ქიოსის ტყის ხანძარი, საბერძნეთი, 2012 

2012 წლის 18 აგვისტოს, საბერძნეთის კუნძულ ქიოსის ტყეებს ცეცხლი უკონტროლოდ მოედო. ხანძარმა გაანადგურა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და ტყის მასივის 6475 ჰექტარი ფართობი. სტიქიას ებრძოდა 360 მეხანძრე და სპეცტექნიკის 50 ერთეული.  

 

13. ფორტ-მაკმურეის ტყის ხანძარი, კანადა, 2016 

2016 წლის 1 მაისს, კანადაში, ალბერტის პროვინციაში, ფორტ-მაკმკურეიში გაჩენილი ხანძარი 28 მაისამდე მძვინვარებდა და საერთო ჯამში, გაანადგურა 580 634 ჰექტარი. ხანძრის გამო განხორციელდა ერთ-ერთი უდიდესი ევაკუაცია ალბერტის პროვინციის ისტორიაში. შედეგად, მინიმალური აღმოჩნდა მსხვერპლი. დაიღუპა მხოლოდ ორი ადამიანი, ისიც ევაკუაციის დროს მომხდარ ავტოავარიაში. ზარალის ოდენობამ 9 მილიარდი კანადური დოლარი შეადგინა. 

მომზადებულია worldatlas.com-ის thoughtco.com-ის მიხედვით