ხელვაჩაურის სოფელ ყოროლისთავის სკოლის ეკოკლუბი ქალთა მიმართ ძალადობის წინაღმდგეგ!

აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყოროლისთავის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღის აღსანიშნავად თემაზე პრეზენტაცია "არა ძალადობას" მოამზადეს და მოაწყეს შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა სკოლის ადმინისტრაცია და მოსწავლეები.

ეკოკლუბელებმა ისაუბრეს საქართველოში ქალებისა და კაცების მიერ გენდერისა და ძალადობის აღქმისა და გაცნობიერების შესახებ. პრეზენტაციის შემდეგ გამართეს დისკუსია და უჩვენეს ძალადობის წინააღმდეგ მიმართული დოკუმენტური ფილმები.

აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება და ძალადობის პრევენციის გზების ძიება.

სოფელ ყოროლისთავის სკოლის ეკოკლუბი ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ახალი მონაწილეა.