გურჯაანის სოფელ კაჭრეთის სკოლაში გენური ინჟინერიის შესახებ იმსჯელეს

გურჯაანის სოფელ კაჭრეთის სკოლის ეკოკლუბის ხელმძღვანელის ინიციატივით, ამავე სკოლის მე-11 კლასში მოეწყო დოკუმენტური ფილმის ჩვენება-განხილვა თემაზე ,,გენური ინჟინერიის დადებითი და უარყოფითი მხარეები“. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ ენური ინჟინერიის გამოყენებით შესაძლებელი გახდა ახალი გენეტიკური მასალის მიღება, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მედიცინის განვითარებაშიმაგალითად, არსებობს გენმოდიფიცირებული ინსულინი. 

დიაბეტით დაავადებულთა რიცხვმა ისე იმატა, რომ აღარ იყო ყველასთვის სამყოფი ინსულინის დასამზადებელი ცხოველური მასალა. 1978 წელს შემუშავდა მეთოდი, რომლის მეშვეობითაც, ადამიანის ინსულინის გენი გადატანილ იქნა ადამიანის ნაწლავის ბაქტერიაში, რომელმაც მისთვის უჩვეულო ნივთიერების - ადამიანის ინსულინის მიღება "ისწავლა". გენურმა ინჟინერიამ დიდი როლი შეასრულა მრავალი ვირუსული დაავადების სამკურნალო პრეპარატის, ინტერფერონის წარმოებაში.

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს აღნიშნული თემის მიმართ. სოფელ კაჭრეთის სკოლის ეკოკლუბი ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ძველი მონაწილეა.