ნინოწმინდელი მოსწავლეები ზამთარში დარჩენიილ ფრინველებზე ზრუნავენ

კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების გატარების მიზნით ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 სკოლის ეკოკლუბ "დედამიწა ჩვენი სახლია"-ს წევრებმა, "მთის საერთაშორისო დღე“ აღნიშნეს.

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული ეშტია მაღალმთიანი სოფელია და სიცივის გამო ფრინველებისთვის ზამთარში ბუნებრივი პირობები აქ არ არის ხელსაყრელი. მიუხედავად ამისა, ფრინველთა კონკრეტული სახეობები ჯავახეთში ზამთარშიც რჩებიან.

სოფელ ეშტიის N1 სკოლის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს დაეხმარონ ზამთარში დარჩენილ ფრინველებს და ააშენეს რამდენიმე თავშესაფარი ჩიტის ბუდე-სახლი, რომლებიც დაამაგრეს სკოლის მიმდებარე ხეებზე.