ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის ეკოკლუბ „ხერგილის“ წევრებმა აღნიშნეს „10 დეკემბერი - ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე“. მათ მოაწყვეს ფილმის ჩვენება სახელად „ბრისტოლის ველოსიპედების პროექტი“.
ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ უფროსკლასელები და გეოგრაფიის მასწავლებელი. ფილმში ნათლად იყო ნაჩვენები სხვადასხვა ქვეყნის მიგრანტთა ცხოვრება და მათი მიგრაციის გამომწვევი მიზეზები. ფილმში იყო გადმოცემული თუ როგორ იყო თითოეული მათგანის ქვეყანაში ადამიანის უფლებები დაცული. ამ ხალხმა უცხო ქვეყანაში ჰპოვა სიმშვიდე და თავიანთი უფლებების დაცვა. ასევე ისინი დასაქმებულნი არიან ბრიტანელი მოქალაქის მიერ, რომელმაც ქალაქ ბრისტოლში განახორციელა ველოსიპედების პროექტი, სადაც მეორად ველოსიპედებს ანახლებდნენ და ისინი ხელმისაწვდომ ფასად გამოსაყენებელი არის უცხოელი მიგრანტებისთვის.
ფილმის ჩვენებას მოჰყვა დისკუსია, რომელშიც მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ. ისაუბრეს და გამოყვეს არსებულ ქვეყნებში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ მდგომარეობა. გეოგრაფიის მასწავლებელმა კი ისაუბრა დღევანდელი მსოფლიო ქვეყნების მიგრაციული მდგომარეობის შესახებ.
შეხვედრის შემდეგ, ეკოკლუბელებმა დაამზადეს საინფორმაციო ფლაერები ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ და დაარიგეს თემში.
ნაჩვენები ფილმის ბმული: https://www.youtube.com/watch?v=cv2wLbCZRX0