მოდელირებული განგაში ქობულეთის სოფელ ნაკაიძეების სკოლაში

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკაიძეების საჯარო სკოლის ეკოკლუბ "მარჯანის“ წევრთა ინიციატივით სკოლაში მოდელირებული განგაში ჩატარდა. მასში მონაწილეობას იღებდა უკლებლივ ყველა მოსწავლე, მასწავლებელი, ტექნიკური პერსონალი,  შშმ მოსწავლეები. 112-ის თანამშრომლები მოსწავლეებს ესაუბრნენ ხანძრის მოსალოდნელ შედეგებსა და უსაფრთხოების ზომებზე.

საგანგებო სიტუაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა ბავშვებისათვის საინტერესო აღმოჩნდა. შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებმა დაათვალიერეს სახანძრო ავტომობილი და სახანძრო უწყების წარმომადგენლებს დაუსვეს შეკითხვები.

შეხვედრა საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რაც მომავალში დაეხმარება სკოლის შიდა პერსონალს დაიცვას სკოლისა და გარემოს უსაფრთხოება.