ნიკოლოზ (ნიკო) კეცხოველის სახელობის გორის პირველი საჯარო სკოლის ეკოკლუბმა ,,ეკო-მებრძოლებმა'' მიზნად დაისახეს გაეგოთ როგორ მართავს ქალაქის მოსახლეობა ჩამოყრილ ფოთლებს: ყრის, წვავს თუ მარხავს?
ამის დასადგენად ,,ეკო-მებრძოლებმა" კვლევა ცამეტ უბანში ჩაატარეს. კვლევის შედეგები კი პიქტოგრამებით წარმოადგინეს. ცხრილში ,,ყრის'' აღნიშნულია მართკუთხედით, ,,წვავს" წრით, ხოლო ..მარხავს" - სამკუთხედით.
თითოეულ უბანსა თუ სოფელში ათი ოჯახი იქნა გამოკითხული , სულ 130 ოჯახი. 130 ოჯახიდან 53 ჩამოცვენილ ფოთლებს ყრის, 58 ოჯახი წვავს, ხოლო 13 ოჯახი მარხავს.
გამოკითხვის შედეგებიდან გამომდინარე, პროცენტულად საკმაოდ დიდია იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებიც ფოთლებს წვავენ, რაც დიდი პრობლემაა, რადგან ფოთლების არასრული დაწვისას გამოყოფილი ნახშირორჟანგი მავნებელია ჯანმრთელობისათვის.
,,ეკო-მებრძოლებმა " განაცხადეს, რომ ყველანაირად ეცდებიან ამ პრობლემის აღმოფხვრაში თავიანთი მცირე წვლილი შეიტანონ.