პროექტი, რომელიც ქალაქ ახმეტის N1 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა ნინო მაისურაძემ დაწერა მე-10 კლასის მოსწავლეებთან და მათ შორის ეკოკლუბის წევრებთან ერთად, რომელიც ეხებოდა , "არა ძალადობას'' და "ტოლერანტობას'', პარტნიორო ორგანიზაციის მიერ წარმატებით დაფინანსდა 860 ლარით.
ამ პროექტის ფარგლებში ერთი თვის განმავლობაში ეკოკლუბის წევრებმა უნდა შეიძინონ სხვადასხვა ფერის საღებავები, რომლითაც შეღებავენ კიბის საფეხურებს, სადაც დააწერენ ანბანის მიხედვით ასოებს და იმ ასოებზე სიტყევბს და წინადადებებს, ამ სიტყვებსა და წინადადებებს კი მე-8, მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეები მოიფიქრებენ და საუკეთესო სიტყვებსა და წინადადებებს აარჩევენ და არჩეულებს საფეხურებზე დააწერენ . გარდა ამისა უნდა ჩაატარონ სხვადასხვა თემაზე პრეზენტაციები.
ეს ყველაფერი ბავშვებს საშუალებას მისცემს, რომ გაიაზრონ თუ რატომაა საჭირო იცოდნენ ვრცლად ,,არა ძალადობასა'' და ,,ტოლერანტობაზე''. ასევე ჩამოუყალიბდებათ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც შემდგომ დაეხმარებათ იმაში, რომ განსხვავებული რასის, რელიგიის და სხვა თვისების გამო მათი თანატოლები - დიდები თუ პატარები არ დაჩაგრონ და ერთმანეთის მიმართ სიყვარული ჩაენერგოთ.