ლენტეხის სოფელ ჩოლურის სკოლის ეკოკლუბელების საქველმოქმედო აქცია

12 დეკემბერს ქვემო სვანეთში, ლენტეხის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა მოაწყო საქველმოქმედო ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც ისინი ორ მოხუცებულ ძმას დაეხმარნენ.

მოხუც ძმებს ხანძრის გამო სახლი დაეწვათ და მთელი ზამთრის სარჩო და თავშესაფარი გაუნადგურდათ, ისინი დროებით  მეზობელ სახლს აფარებენ თავს და  არანაირი საარსებო წყარო არ გააჩნიათ.

ეკოკლუბმა შეაგროვა საჭირო ნივთები: თბილი ტანსაცმელი, საკვები და ორ კილომეტრიანი დათოვლილი გზა ფეხით გაიარა, რათა დაზარალებულებისთვის შეგროვებული ნივთები მიეტანათ.