12 დეკემბერს წიგნიერების დღე აღინიშნა ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის #2 საჯარო სკოლაში. მე-7 კლასის მოსწავლეებმა, კლუბ "ეკო- Vision"-ის წევრებმა, ფილოლოგიის კათედრის წარმომადგენელმა, ბიბლიოთეკარმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ორგანიზებით საინტერესო აქტივობებით დატვირთული შეხვედრა მოაწყეს.
შეხვედრის მიზანი იყო კითხვის სტრატეგიების გახსენება, წიგნიერების დონის ამაღლება, გამომსახველობითი კითხვის მნიშვნელობის გაგება-გააზრება. მოსწავლეებმა ისაუბრეს თავიანთი საყვარელი წიგნების შესახებ, წაიკითხეს საინტერესო ფრაზები ქართული და მსოფლიო ლიტერატურის სხვადასხვა ნიმუშებიდან, გამოთქვეს აზრი ამა თუ იმ ავტორის სტილის თავისებურების შესახებ, დაამზადეს თემატური პლაკატები.
ამას გარდა, მასწავლებლებთან და კლუბ ეკო- Vision-ის წევრებთან ერთად წაიკითხეს ნაწყვეტები საბავშვო მწერლის ნოდარ დუმბაძის მოთხრობიდა: "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“.