ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ქალთა ოთახის მენეჯერმა, ბელა მარუქაშვილმა 10 დეკემბერს ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გამოცდილი ტრენერის მაგივრად მიიწვია ახმეტის N 3 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ შაშიაშვილი, რომელმაც ისაუბრა როგორც ბავშვთა, ასევე ზოგადად ადამიანთა უფლებებზე.
პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა. მარიამმა ძირითადი ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს სუფთა გარემოში, რის შესახებაც რამდენიმე ანიმაციური ფილმიც აჩვენა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ახმეტის მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახის მენეჯერი ბელა მარუქაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამარ ყეინიშვილი, ახმეტის N 3 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ ღონისძიების მსვლელობისას გამართულ დისკუსიაში.