11 დეკემბერს, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "სიცოცხლის ხე''-ს წევრებმა და მათთან დამეგობრებულმა ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის საჩხერის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა განახორციელეს ერთობლივო პროექტი "ახალი სიცოცხლე ფიჭვის ხეივანი ჩვენს სკოლაში''.
სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებმა ეკოკლუბს საჩუქრად გადასცეს 50 ძირი ფიჭვის ნერგი. ეკოკლუბის წევრებმა მეტყევეებისგან ისწავლეს ნერგების დარგვა, გათხარეს ორმოები და დარგეს ნერგები.
" ამ აქციამ ჩვენს სოფელში დიდი მოწონება დაიმსახურა, რადგან ვაცნობიერებთ იმ ფაქტს, რომ ბუნებაზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა" - ამბობენ სოფელ ქორეთის სკოლის ეკოკლუბელები.