ქობულეთის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის ეკოკლუბმა "არტემიდამ" მათ მიერ დაგეგმილი გარემოსდაცვითი ღონისიების ფარგლებში, კერძოდ კი - ნიადაგის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დაასუფთავა სკოლის ეზო და მიმდებარე მიდამო.
ხელოვნური ნარჩენები, საკვები პროდუქტის შეფუთვები აღმოჩნდა ნარჩენი, რომელიც ეკოკლუბის მოკვლევით ამავე სკოლის მოსწავლეების მიერ იყო დაყრილი.
დასუფთავებაში პატარებიც დაეხმარნენ ეკოკლუბელებს და დაპირდნენ უფროსკლასელებს, რომ არც თვითონ დაყრიდნენ ნარჩენს და სხვასაც შენიშვნას მისცემდნენ სკოლის ეზოსა და დერეფნების დანაგვიანების შემთხვევაში.
აქციის მსვლელობის დროს გათვალისწინებული იყო მოსწავლეების უსაფრთხოება (პირბადე, ხელთათმანები, აქციის შემდგომ ბაქტერიოციდული საპნით ხელის დაბანა).